воскресенье, 4 июля 2010 г.

1. პროექტის სათაური–,,კომპიუტერული თამაშები"

2. პროექტის მოკლე აღწერა–კომპიუტერული თამაშების წარმოშობა; განვითარების ისტორია; კომპიუტერული თამაშების როლი მოზარდების ცხოვრებაში

3. პროექტის სრული აღწერა–პროექტის მიზანია შეისწავლოს კომპიუტერული თამაშების წარმოშობის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები; კომპიუტერული თამაშების კლასიფიკაცია შინაარსის მიხედვით, რა მიზანს ემსახურება ესა თუ ის კომპიუტერული თამაში. მოსწავლეები შეისწავლიან იმას, თუ რა ზეგავლენას ახდენს ასეთი თამაშები მოზარდებზე; კომპიუტერული თამაშების პლუსები და მინუსები. ადგილობრივი მასშტაბით მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ რა ინტენსივობით თამაშობენ ახალგაზრდები კომპიუტერულ თამაშებს (ასაკობრივი ზღვარი 13 წლამდე), რა ტიპის თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას და ა.შ.
მიღებული შედეგების საფუძველზე დასკვნას გააკეთებს კვალიფიციური მედიცინის მუშაკი.
აღნიშნული აქტივობის ჩატარება დაევალება მოსწავლეთა ჯგუფებს.
4. მონაწილეთა ასაკი–15–16 წლის.

5. ვადები, ხანგრძლივობა–7 თვე.

6. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში–ბავშვები ამზადებენ გამოკვლევებს აღნიშნულ თემაზე და კომპიუტერული პროგრამებისა და სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ახდენენ მის პრეზენტაციას სკოლაში.

7. მოსალოდნელი შედეგები, პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას–მოსწავლეთა ჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაციით და მათ მიერ ადგილობრივი მასშტაბით ჩატარებული გამოკვლევების საშუალებით მოსწავლეები გაიგებენ უფრო მეტს კომპიუტერულ თამაშებზე, თუ რა დონეზეა განვითარებული დღესდღეობით ეს სფერო.
8. სარგებელი სხვებისათვის–მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციებისა და მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიგოს უფრო მეტი აღნიშნულ სფეროზე.

9. სამუშაო ენა-ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან – არა.

11. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი – ინფორმატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

12. პროექტის ფასილიტატორი – ამირან ჯვარშეიშვილი

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა – AmiranJvarsheishvili@gmail.com

14. პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი- amiranjvarsheishvili.blogspot.com